ხულოს მუნიციპალიტეტში სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 22, 2021

22.09.21 – ხულო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სსიპ „ახალი ტალღის“ ხულოს ფილიალის სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ, მონაწილეებს ნატო-ს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს შორის პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე, აგრეთვე, გავრცელებულ დეზინფორმაციებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და საქართველოს როლზე გლობალური უსაფრთხოების პროცესში.

მონაწილეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებით. შეხვედრის დასასრულს აუდიტორიისთვის საინტერესო თემებზე დისკუსია გაიმართა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.