ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 26, 2023
26.04.23 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, მონაწილეებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, კი ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციის მიმართ საზოგადოების მედეგობის ამაღლებისა და სამიზნე ჯგუფების სწორად ინფორმირების მნიშნელობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.