ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან ვიქტორინა ჩატარდა
ივლისი 19, 2023
19.07.23 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ვიქტორინა გაიმართა.
თემატური ვიქტორინა „Kahoot“ ფორმატში ჩატარდა, რომლის მეშვეობითაც მონაწილეებმა უპასუხეს შეკითხვებს ევროკავშირის, ნატო-ს, მედიაწიგნიერებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.
შეხვედრაზე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს, ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსია გაიმართა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.