ხულოს მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 5, 2023

05.05.23 – სოფელი ბოძაური

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხულოს მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ბოძაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე ისაუბრა. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხებს და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებს. მომხსენებელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მის მიმართ ახალგაზრდების მედეგობის გაზრდის მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებსა და კრიტერიუმებზე საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ თამარ შავაძემ ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.