ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან სემინარი ჩატარდა
ივნისი 23, 2023
![23.06.23 – ხულო](https://infocenter.gov.ge/wp-content/uploads/2023/07/23.06.23-khulo-scaled-e1688370649738.jpg)
23.06.23 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებსა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების გამკლავების მეთოდებზე.
შეხვედრა „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა, სადაც მსმენელებმა კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებსა და ონლაინ სივრცეში არსებულ პრობლემებსა და საფრთხეების გამკლავების მეთოდებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებზე, მიზნებსა და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.