ხულოს საზოგადოებრივი კოლეჯის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 2, 2022

02.12.22 – ხულო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ხულოს საზოგადოებრივი კოლეჯის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალობის მსმენელებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ხაზი გაესვა ევროკავშირის პროგრამებით საქართველოს მოქალაქეებისათვის გახსნილ შესაძლებლობებს. საუბარი, ასევე შეეხო მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და დეზინფორმაციული ნაკადების გააქტიურების გამომწვევ მიზეზებს, რომლებიც ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე ცდილობენ ზეგავლენას.
შეხვედრის დასასრულს ყველა მონაწილეს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული მასალები და თემატური ლიტერატურა გადაეცათ.