ხულოსა და მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 3, 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებით  ხულოსა და  მაღალმთიანი აჭარის  სხვადასხვა სკოლის პედაგოგებისთვის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო  ცენტრის აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა,  საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური  ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ არსებულ მიღწევებზე, პერსპექტივებსა და ვიზა-ლიბერალიზაციის მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხევდრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის  “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა  სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.