კიბერუსაფრთხოების საკითხებზე მასწავლებლებისა და ახალგაზრდებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა

თებერვალი 17, 2022

17.02.22 – ქვემო ქართლი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მასწავლებლებისა და ახალგაზრდებისთვის, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე 100-მდე მონაწილეს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, კიბერუსაფრთხოების გამოწვევებზე, ნატოს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკაზე და ამ მხრივ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და პროგრესზე ისაუბრა.

შეხვედრას მოდერაცია ქვემო ქართლის რეგიონალური ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა გაუწია.

ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.