კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სამეგრელოს რეგიონის საჯარო მოხელეებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა

დეკემბერი 15, 2021

15.12.21 – ფოთი, აბაშა და მარტვილი

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ქ. ფოთის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისა და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ წარმომადგენლებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ მიმოიხილა კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და მისი გავლენა ნატო-ს დღის წესრიგის ტრანსფორმაციაზე. ყურადღება გამახვილდა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციული ნაკადებისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომებზე. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა საქართველოსა და ნატო-ს კიბერუსაფრთხოების პოლიტიკას აქტუალურ საკითხებს.

შეხვედრას, რომელსაც მუნიციპალიტეტების 75-მდე თანამშრომელი ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა, ანა ცანავამ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატეტის საელჩოსთან ერთად ახორციელებს.