ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის “იალქანი” წევრებთან შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 11, 2023

11.12.23 – ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი აჭარის რეგიონში, ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის “იალქანი” წევრებს შეხვდა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნენ ნატოს დაარსების, ფუნქციონირების, სამოქმედო გეგმების, სამშვიდობო მისიებისა და მსოფლიო უსაფრთხოების კუთხით ალიანსის სტრატეგიებს; საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას, ალიანსთან თავსებადობის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.
კითხვა-პასუხის რეჟიმში ხაზი გაესვა ანტიდასავლური პროპაგანდის ამოცნობის და დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების ხერხებსა და მეთოდებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.