ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 14, 2023

14.09.23 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

მოწვეულმა ექსპერტმა, სამართლის დოქტორმა და ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ, ვრცლად ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და არსებულ გამოწვევებზე. საუბარი, ასევე, შეეხო ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და ცენტრის საქმიანობაზე, მიზნებსა და ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.