ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 4, 2023

04.05.23 – სოფელი ჯიხანჯური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებზე, ინტეგრაციულ პროცესებზე, ვიზალიბერალიზაციასა და ევროკავშირთან დაახლოების კუთხით გადადგმულ თანმიმდევრულ ნაბიჯებსა და ეტაპებზე.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე საუბრისას, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობისთვის გასათვალისწინებელ დეტალებზე. საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ თამარ შავაძემ, კი მოსწავლეებს პროგრამა ერასმუსის შერჩევის კრიტერიუმები და ტექნიკური დეტალები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს, მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.