ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 11, 2023
11.12.23 – სოფელი აჭყვისთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ცენტრის სტაჟიორმა ანეტი ბერიძემ, ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამა ერასმუსის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გრიგოლია, რომელმაც პედაგოგებთან, მოსწავლეებსა და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან, განსაკუთრებით კი, სასკოლო სივრცეში დასაქმებულ სპეციალისტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიების გააქტიურებაზე, მათი სწორად ინფორმირებისა და მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.