ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 26, 2024

26.04.24 – სოფელი აჭი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე, ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობასა და მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციისთვის არსებული არხები და პლატფორმები გააცნო.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ანეტი ბერიძემ კი ახალგაზრდებს ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობის პირობებზე, უპირატესობებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ აჭის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან კაკალაძე, რომელმაც სასკოლო სივრცეში ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.