ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 16, 2024
16.04.24 – სოფელი ალამბარი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ევროკავშირის და ნატოს საკითხებზე საუბრისას, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობაზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.