ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 8, 2024

08.02.24 – სოფელი გვარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ გვარას საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშილმა, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ორგანიზაციების საქმიანობასა და მიზნებზე, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებზე საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივებსა და გავრცელებულ მითებსა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და მნიშვნელოვან ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებს, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის გაძლიერების მნიშვნელობას.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ გვარას საჯარო სკოლის დირექტორი ნოდარ გოგმაჩაძე, რომელმაც ახალგაზრდების სწორად ინფორმირებისა და მათი მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.