ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 1, 2024

01.05.24 – სოფელი ქაქუთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქობულეთის რესურსცენტრის მხარდაჭერით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, ამ პროცესში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობაზე.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ანეტი ბერიძემ კი ახალგაზრდებს ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობის პირობებზე, უპირატესობებსა და შერჩევის კრიტერიუმებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.