ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის სკოლაში შეხვედრა ჩატარდა

ივნისი 6, 2024

06.06.24 – სოფელი ხუცუბანი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანამათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ვროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშნელობაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა წამახალისებელი ვიქტორინა და ყველაზე აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.