ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 22, 2024
22.02.24 – სოფელი ოჩხამური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ოჩხამურის საჯარო სკოლის პედაგოგებთან დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციასა და კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ დაგეგმილ ეტაპებსა და განსახორციელებელ რეფორმებზე; საუბარი, ასევე, შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მათთან გამკლავების მეთოდებს.
გარდა ამისა მომხსენებელმა საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე ისაუბრა და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადასცა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.