ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

ივნისი 11, 2024

11.06.24 – სოფელი წყავროკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საქართველო-ევროკავშირისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებასა და ინტეგრაციული პროცესების დინამიკაზე ისაუბრა და ყურადღება ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე გაამახვილა. მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ ახალგაზრდების მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას ესწრებოდა სოფელ წყავროკას სკოლის დირექტორი იამზე მემარნე, რომელმაც ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე სასკოლო სივრცეში საუბრების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო პროექტებში მოსწავლეების ჩართულობა მათივე განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია მსმენელებისთვის აქტუალურ საკითხებზე.