ქობულეთის მუნიციპალიტეტში ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მარტი 20, 2024

20.03.24 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის შექმნისა და გაფართოების ეტაპებზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული. ყურადღება გამახვილდა კანდიდატის სტატუსის მიღების მნიშვნელობაზე და ამ პროცესის შემდგომ ეტაპებზე. განხილული იქნა ის მითები და სტერეოტიპებიც, რომლებიც ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელსა და ადმინისტრაციულ ერთეულში ვრცელდება.

მომხსენებელმა, ასევე, საინფორმაციო ცენტრის მიზნებზე, მიმდინარე და განხორცილებულ აქტივობებზე ისაუბრა და მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური მასალა გადასცა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.