ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 27, 2023

27.04.23 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის შეხვედრების სივრცეში, ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების ხელმძღვანელებსა და პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეული ექსპერტი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით ბუჯიაშვილმა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობაზე, ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში გავრცელებულ მითებსა და სტერეოტიპებზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრას, ასევე, ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძე და მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.