ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსის მსმენელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 16, 2024

16.10.24 – ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ სტუდენტებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსის მსმენელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციისა და გაცვლით პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობებზე; საუბარი შეეხო ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და მათთან გამკლავების მეთოდებს, ამ კონტექსტში კი ხაზი გაესვა მედიაწიგნიერებასა და ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას. მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და პრიორიტეტებზე.