ქობულეთის შშმ თემის, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

მაისი 24, 2024

24.05.24 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუზეუმში, ქობულეთის შშმ თემის, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა გამოხმაურებოდა 5 მაისს ევროპის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღის აღნიშვნის მნიშვნელობას.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწვებსა და გამოწვევებზე, საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები სთავაზობს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს. საუბარი შეეხო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გავლენების საფრთხეებსა და მათთან გამკლავების მეთოდებს. შეხვედრის მთავარი მიზანი აგრეთვე, იმ მითებისა და სტერეოტიპების დანგრევა იყო, რომლებიც შშმ პირების სრულფასოვნად ადაპტირების პროცესს ახლავს თან და საზოგადოების ყველა სფეროში ინტეგრირების გაცნობიერებულ არჩევანს უკავშირდება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და დისკუსიის ფორმატში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო და სამუზეუმო საკითხებზე მომუშავე უწყებების, შშმ თემისა და მათზე ზრუნვის განმახორციელებელმა პირებმა.