ქობულეთის სკოლის პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივლისი 7, 2023

07.07.23 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის რესურსცენტრის მხარდაჭერით, ქობულეთის N6 საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერისა და ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრას ქობულეთის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო შამილიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მუნიციპალიტეტებში პედაგოგებსა და სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფთან, განსაკუთრებით კი, სასკოლო სივრცეში დასაქმებულ სპეციალისტებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე დისკუსიების გააქტიურებაზე, მათი სწორად ინფორმირებისა და მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.