ქობულეთში, სამოქალაქო განათლების კლუბის „ ევროპული სივრცე“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამიართა
სექტემბერი 20, 2023
20.09.23 – ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრთან თანამშრომლობით, ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში მოქმედი სამოქალაქო განათლების კლუბის „ ევროპული სივრცე“ წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ახალგაზრდებს ახალი სასწავლო წლის მანძილზე ერთობლივი შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის შემუშავების დეტალები გააცნო და ხაზი გაუსვა ცენტრის საქმიანობაში მოსწავლეების ჩართულობის გააქტიურებას. ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მადონა გოგიტიძემ კი, კლუბის წევრებს საინფორმაციო ცენტრთან აქტიური კომუნიკაციისთვის არსებული არხებისა და პლატფორმების გამოყენებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროგრამებსა და ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდებისთვის გახსნილ სხვადასხვა შესაძლობლობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.