კოლეჯის ახალგაზრდული კლუბის „ევრიკას“ წევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ივნისი 13, 2022

13.06.22 – აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, სსიპ კოლეჯის ,,ბლექსი” ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, კოლეჯის ახალგაზრდული კლუბის „ევრიკას“ წევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე. მომხსენებელი აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე ესაუბრა, რასაც ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები, ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები მოიცავს.

დისკუსიის ფარგლებში, მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრას, რომელიც ჟესტურ ენაზე სინქრონული თარგმანით მიმდინარეობდა, კოლეჯის სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები და კლუბის „ევრიკა“ კოორდინატორი ასმათ ბოლქვაძე და ნათია იმნაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს მსმენელებს საინფორმაციო მასალები და ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.