კოლეჯის „იბერია“ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 20, 2023
20.09.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან თანამშრომლობით, კოლეჯის „იბერია“ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ციბაძემ გახსნა და უსაფრთხოებისა და მშვიდობის გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ნატო-ს შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.