კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ახალგაზრდები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ

ნოემბერი 17, 2022

17.11.2022 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ახალგაზრდები, სამცხე- ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო-ქართლის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტური დასახლებებიდან საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

სემინარის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შეხვდა და მათ ევროპული ინტეგრაციის, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ესაუბრა.

პარლამენტში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებისთვის საქართველოს პარლამენტში ექსკურსია მოეწყო. სტუდენტებს საშუალება ქონდათ მოესმინათ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტარიზმზე და მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებზე გამახვილდა ყურადღება.

პროექტი ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.

ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.