კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის მონაწილე სტუდენტები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ

დეკემბერი 1, 2022

01.12.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ახალგაზრდები, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტური დასახლებებიდან საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

სემინარის მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი შეხვა და პარლამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და კანონშემოქმედებით და საზედამხედველო საქმიანობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პრიორიტეტებსა და ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

„განვიხილეთ რეგიონული თანამშრომლობის საკითხები. ვისაუბრეთ საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. სტუდენტებს ასევე აინტერესებდათ როგორ მიმდინარეობს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესი“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი დაათვალიერეს.

კულტურულ-საგანმანათლებლო ტური ხორციელდება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან პარტნიორობით.

სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.