კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის მონაწილე სტუდენტები საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ეწვივნენ

დეკემბერი 1, 2022

01.12.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და აშშ-ს დაფინანსებით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების სტუდენტები ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ესტუმრნენ.

სემინარის მონაწილეებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პირიტ პიკერმა, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობა, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები გააცნო. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს შორის მრავალწლიან პარტნიორობასა და ინტეგრაციის ინსტრუმენტებზე.

ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების სტუდენტებისთვის იმართება.

კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.