ქუთაისის ახალგაზრდულ სივრცეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 16, 2023

16.05.23 – ქუთაისი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და კოლეჯთან „იბერია“ თანამშრომლობით, ახალაგაზრდულ სივრცეში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, ცენტრის საქმიანობის მიზნებზე და ევროპის დღეების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა საქართველოს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ გოგიტა ღვედაშვილმა, ევროკავშირთან გაფორმებული ,,ასოცირების ხელშეკრულებით’’ მიღებული ხელშესახები სიკეთეებისა და დეზინფორმაციისგან თავის დაცვის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთებასა და ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებზე.
სალექციო ნაწილის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.