ქუთაისის მე-13 სკოლაში ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 7, 2023

07.06.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ორგანიზებით, ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლაში საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დებატ-კლუბის მონაწილე მოსწავლეები და მენტორი პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში, მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-სა და ევროკავშირის შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებს. ყურადღება გამახვილდა სამშვიდობო მისიებზე, ნატო-საქართველოს პარტნიორობაზე, ასოცირების ხელშეკერულებაზე, კანდიდატის სტატუსსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ეტაპებზე.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.