ქუთაისის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აპრილი 11, 2023
11.04.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბთან თანამშრომლობით, მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიქნები გააცნო. საუბარი შეეხო ნატო-ს შექმნის ისტორიას, გაფართოების ეტაპებს, ნატო-საქართველოს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
ლექციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური მასალები დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.