ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

სექტემბერი 27, 2023

27.09.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისის ამერიკული კუთხის ინიციატივების პროგრამის ფარგლებში, ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაფართოებასა და გაწევრიანების ეტაპებზე. ასევე, განიხილეს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობები და ის პროგრამები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოში ახორციელებს.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.