ქუთაისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საინფორმაციო ცენტრს ეწვივნენ

დეკემბერი 8, 2023

08.12.23 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალაგაზრდებისთვის „საშემოდგომო სკოლის“ ფარგლებში, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

საშემოდგომო სკოლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარ წულეისკირმა, ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ჯემალ ბიბილეიშვილმა და ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელმა ლანა სვანიძემ.

მოწვეულმა ექსპერტებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა არჩილ ყარაულაშვილმა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა თორნიკე ფარულავამ, მონაწილეებს ევროკავშირი-საქართველოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებისა და გაწევრიანების ეტაპებზე და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

შეხვედრას მოდერაცია გაუწია საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და პროექტებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.

შეხვედრა პროექტის „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც ორგანიზაცია რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ახორციელებს.

პროექტის პარტნიორია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.