ქუთაისის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 27, 2024
27.02.24 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქუთაისის N23 საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აღნიშნული მოსწავლეები და სამოქალაქო და გეოგრაფიის საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.
ცენტრის სტაჟიორმა ლუკა მესხმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, გაწევრიანების ეტაპებსა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.