ქუთაისის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 14, 2024

14.02.24 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის N37 საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას მოსწავლეები და სამოქალაქო საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.

საინფორმაციო ცენტრი წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ევროკავშირის შექმნის ისტორიას, გაწევრიანების ეტაპებსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკას. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ რეგულაციებსა და მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვიქტორიანა გაიმართა, გამარჯვებულ მოსწავლეებს კი საჩუქრები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.