ქუთაისის სკოლების პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 29, 2023
29.11.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან თანამშრომლობით ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას კერძო და საჯარო სკოლების გეოგრაფიის, ისტორიის და სამოქალაქო საგნის პედაგოგები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.
მოწვეულმა ექსპერტმა, ეკა ქარდავამ საქართველო ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა და იმ ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც დაახლოების ეტაპზე განხორციელდა. ყურადღება გამახვილდა კოპენჰაგენის კრიტერიუმებზე და აქცენტი გაკეთდა კანდიდატის სტატუსის მიცემის პროცედურებზე. ხაზი გაესვა 9 რეკომენდაციის მნიშვნელობას და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ნაწილს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.