ქუთაისის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 24, 2023

24.10.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქუთაისის შპს N1 საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებსა და სამოქალაქო საგნის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა, მიზნები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ისაუბრა სამაგიდე თამაშზე EU&NATO, რომელიც სკოლას პროექტის „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ნინა მიქიაშვილმა, მოსწავლეებს თემატური პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიასა და გაფართოებაზე. მარიკა ვაჭარაძემ კი მონაწილეებს ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპები, კანდიდატის სტატუსი და უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებული რეგულაციები გააცნო. ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან თარიღებს, რომელიც დასავლური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან აკავშირებს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სამაგიდე თამაში ორმა გუნდა ითამაშა, რომელსაც მოდერატორობას ცენტრის სტაჟიორი ნინა მიქიაშვილის და დეველოპერული ჰაბის წარმომადგენელი ჭაბუკი ჭეიშვილი უწევდნენ.

პროექტი „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც ორგანიზაცია რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.