ქუთაისის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 6, 2023
06.12.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქუთაისის კერძო სკოლაში „ღონე ქვეყნისა“, მოსწავლეებსა და სამოქალაქო საგნის პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა, მიზნები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ისაუბრა სამაგიდე თამაშზე EU&NATO, რომელიც სკოლას პროექტის „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა.
შეხვედრაზე მარიკა ვაჭარაძემ თემატური პრეზენტაცია წარადგინა, ნატოს შექმნის ისტორიასა და გაფართოების ეტაპებზე. ცენტრის სტაჟიორმა მარიამ რობაქიძემ კი ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპებზე, კანდიდატის სტატუსსა და უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომელიც დასავლური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან აკავშირებს.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სამაგიდე თამაში ორმა გუნდა ითამაშა, რომელსაც მოდერატორობას ცენტრის სტაჟიორი ნინა მიქიაშვილი უწევდა.
პროექტი „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც ორგანიზაცია რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.