ქუთაისის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 12, 2023

12.10.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, სკოლის დირექტორთან, მოსწავლეებსა და სამოქალაქოს საგნის პედაგოგებთან, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა, მიზნები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ისაუბრა სამაგიდე თამაშზე EU&NATO, რომელიც სკოლას პროექტის „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა.

საინფორმაციო ცენტრის სტაჟიორმა ნინი მიქაუტიძემ, მოსწავლეებს თემატური პრეზენტაცია წარუდგინა, სადაც ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოებაზე, ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპებსა და იმ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომელიც დასავლური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან აკავშირებს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სამაგიდე თამაში ორმა გუნდა ითამაშა, რომელსაც მოდერატორობას ცენტრის სტაჟიორები უწევდნენ.

პროექტი „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც ორგანიზაცია რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.