ქუთაისის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 3, 2023

03.10.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ქუთაისის N14 საჯარო სკოლის დირექციასთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებსა და სამოქალაქო საგნის მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა სკოლის დირექტორმა ნონა ჩუბინიძემ გახსნა და მოსწავლეებს შეხვედრის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობა, მიზნები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ისაუბრა სამაგიდე თამაშზე EU&NATO, რომელიც სკოლას პროექტის „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ფარგლებში საჩუქრად გადაეცემა.

საინფორმაციო ცენტრი სტაჟიორებმა მარიამ რობაქიძემ და ნინა მიქიაშვილმა მოსწავლეებს თემატური პრეზენტაცია წარუდგინეს, სადაც ყურადღება გამახვილდა ნატოს შექმნის ისტორიაზე, გაფართოებაზე, ევროკავშირში გაწევრიანების ეტაპებსა და იმ მნიშვნელოვან თარიღებზე, რომელიც დასავლური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან აკავშირებს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სამაგიდე თამაში ორმა გუნდა ითამაშა.

პროექტი „ახალგაზრდების ინფორმირებულობა ჩართულობის გზით“ ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა, რომელსაც ორგანიზაცია რეგიონული ინიციატივების ცენტრი „ნათელი მომავალი“ ახორციელებს. პროექტის პარტნიორია საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.