ქუთაისის სკოლის მოსწავლეებთან სიმულაციური სწავლება ჩატარდა

აპრილი 16, 2024

16.04.24 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, მოსწავლეებთან დეზინფოს სიმულაციური სწავლება ჩატარდა.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს ნატოსა და ევროკავშირის შექმნის ისტორია, გაწევრიანების ეტაპები და საქართველოსთან თანამშრომლობის დინამიკა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა პროპაგანდის მეთოდებსა და ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში, რომლის დროსაც გამოყენებულია ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ შეიძინონ და განავითარონ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო უნარ-ჩვევები, მიიღონ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოადგინონ პრეზენტაციები.

აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.

სიმულაციური სწავლების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.