ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 28, 2023

28.12.23 – ქუთაისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ქუთაისის წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტთან თანამშრომლობით სტუდენტებთან ევროპული ინტეგრაციის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის თიკო კოსტავას ინიციატივით შედგა, რომელიც საქართველოსტვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიეძღვნა.

წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა შონიამ მისასალმებელ სიტყვაში ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და ევროინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძე, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ამოცანებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეები ოთხ გუნდათ გაიყვნენ და სამაგიდე თამაში EU&NATO ითამაშეს. ფინალში ერთი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა, რომელსაც უნივერსიტეტისა და საინფორმაციო ცენტრის სახელით საჩუქრები გადაეცათ.