ქუთაისის უნივერსიტეტში საინფორმაციო-ინტელექტუალური შეხვედრა გაიმართა

მაისი 22, 2023

22.05.23 – ქუთაისი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქუთაისის უნივერსიტეტის ღია სივრცეში საინფორმაციო-ინტელექტუალური შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ცენტრისა და პარტნიორი ორგანიზაციების კუთხეები.

საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და ევროპის დღეების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე, მომხსენებელმა საქართველოს ევროპულ მომავალზე და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს დაფინანსებაზე გაამახვილა ყურადღება.

ღონისძიებაზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ და ევროკავშირის მიერ განათლების სფეროში დაფინანსებულ პროექტებზე ისაუბრა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თიკო ენდელაძემ, მონაწილეებს უსაფრთხო მიგრაციის საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.
გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში საქართველოში მოხალისეობის პირველი ვებ-პლატფორმის Volunteer.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელმა წარადგინა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ვიქტორინა, რომელსაც დათო ლიკლიკაძე უძღვებოდა. გამარჯვებულებისთვის საჩუქრები საინფორმაციო ცენტრმა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა დააწესეს. ვიქტორის ფარგლებში 30 გამარჯვებული გამოვლინდა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტის ღია სივრცეში, ასევე, გამოფენილი იყო ხონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ,,ევროპის დღეები 2023’’-ის ფარგლებში შექმნილი ნახატები.

ღონისძიების პარტნიორი ორგანიზაციები იყვნენ: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო, საქართველოს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“, “განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი” და “საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება”.