ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩატარდა

მაისი 9, 2023

09.05.23 – ქუთაისი

საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქუთაისის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საჯარო ლექცია ჩატარდა.

ლექციას ახალგაზრდები, სამოქალაქო საგნის პედაგოგები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლექციას ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი გიორგი ფანცულაია უძღვებოდა. შეხვედრაზე საუბარი, შეეხო ნიკო ნიკოლაძის ევროპულ განათლებასა და მის ინოვაციებს, რომელსაც საქართველოში დაბრუნებულმა ნიკოლაძემ პოპულარიზაცია გაუწია.

საინფორმაციო ცენტრის იმერეთის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ ცენტრის საქმიანობაზე და ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა.

საჯარო ლექცია აქტიური დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა და სამომავლოდ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან აქტივობები და შეხვედრები დაიგეგმა.