ქუთაისის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრების სერია დაიწყო
მაისი 18, 2023

18.05.23 – ქუთაისი
საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2023-ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და Cela-ს პროექტის “სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2023” ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტში სამუშაო შეხვედრების სერია დაიწყო.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ, ვრცლად ისაუბრა ევროკავშირის დაარსებისა და გაფართოების ისტორიაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.
იმერეთის რეგიონში პროექტის კოორდინატორია ქუთაისის უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების ადმინისტრირების სამსახურის უფროსი, სამოქალაქო განათლების ლექტორი თინათინ მეფარიშვილი. მისივე ჩართულობით საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება დაიგეგმა.