ქუთაისში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა
სექტემბერი 20, 2023
20.09.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ქუთაისში გამართულ ახალგაზრდულ ფესტივალს შეუერთდა.
ფესტივალის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინფორმაციას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, ასევე, მონაწილეობა მიეღოთ ვიქტორინაში და სწორი პასუხის შემთხვევაში სამახსოვრო საჩუქრებიც მიეღოთ.
საინფორმაციო ცენტრის სტენდს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ფესტივალის ორგანიზატორებიც სტუმრობდნენ.
ფესტივალის ფარგლებში ასსაფეხურიან კიბესთან არასამთავრობო სექტორის, ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც მოეწყო.
დღის ბოლოს მუსიკალური ჯგუფების „GAGA FRANI“ და „REGGAEON“ კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და “ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალის Kutaisi Youth Festival” მიერ იყო ორგანიზებული.