ქუთაისში მედიაწიგნიერების საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 27, 2024
27.02.24 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას სხვადასხვა ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ შეხვედრის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა, მისია და პროექტები გააცნო.
მოწვეულმა მედიაწიგნიერების ექსპერტმა, ანა გვეტაძემ ვრცლად ისაუბრა ინფორმაციის სახეობების, ყალბი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე და მონაწილეებს ფოტო/ვიდეო და ტექსტური ინფორმაციის გაყალბებისა და დამახინჯების პრაქტიკული მაგალითები გაუზიარა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.